Shopify Flow

მოახდინე ყველაფრის ავტომატიზაცია და დაუბრუნდი შენს ბიზნესს

შექმენი მორგებული სამუშაო პროცესები, მიიღე მეტი შენი არსებული აპლიკაციებიდან და ადევნე თვალი ბიზნესის ზრდას.

არ გაქვს Shopify-ს მაღაზია? დაიწყე უფასოდ

ნაჩვენებია სამი სხვადასხვა ტიპის სამუშაო პროცესი: ერთი არის „დაგეგმილი გაშვების“ სამუშაო პროცესი, ხოლო ორი — „დაწყების პირობის“ სამუშაო პროცესი.
სამუშაო პროცესის აწყობა იწყება ტრიგერით „მარაგის რაოდენობა შეიცვალა“, ხოლო პროცესის მიმდინარეობისას ახლდება რამდენიმე პირობა და მოქმედება.

შექმენი ელ. კომერციის მორგებული ავტომატიზაციები კოდირების გარეშე ასაწყობი ბლოკებით

ტრიგერის, პირობის და მოქმედების მარტივი ბლოკებით ნებისმიერს შეუძლია სამუშაო პროცესის სწრაფად შექმნა.

მორგებული გადაწყვეტილებები. უსაზღვრო პოტენციალი.

დაწყებული მარტივი ოპერაციებით, დასრულებული მრავალსაფეხურიანი სამუშაო პროცესებით, რომლებიც უკავშირდება შენს აპლიკაციებს, Flow გაძლევს მოქნილობას, რათა ავტომატური გახადო რუტინული ამოცანები და ფოკუსირდე შენს ბიზნესზე.

მარაგების მართვა

დამალე საიტზე პროდუქტები, როცა მარაგში არ არის, მყისიერად განახორციელე ხელახალი შეკვეთა მარაგის ამოწურვისას და ა.შ.

წაიკითხე მარაგების მართვის სტრატეგიული სახელმძღვანელო 

თაღლითობის პრევენცია

შექმენი სამუშაო პროცესი, რომელიც მაღალი რისკის შეკვეთებს მოგინიშნავს, რათა არ მოგიწიოს თითოეულის ხელით შემოწმება.

წაიკითხე თაღლითობის პრევენციის სტრატეგიული სახელმძღვანელო 

ლოიალობა და შენარჩუნება

ამოიცანი, ადევნე თვალი და დააჯილდოვე მომხმარებლები ისეთი პარამეტრების მიხედვით, როგორიცაა მთლიანი დანახარჯი, შეკვეთების საერთო რაოდენობა, გამოწერები და ა.შ.

წაიკითხე ლოიალობის და შენარჩუნების სტრატეგიული სახელმძღვანელო 

შეკვეთის შესრულების მართვა

ავტომატურად გადახედე შეკვეთებს და წინასწარ განსაზღვრული პირობების მიხედვით, შეაჩერე ან გაგზავნე შესასრულებლად და გააკეთე კიდევ ბევრი სხვა რამ.

წაიკითხე შეკვეთის შესრულების მართვის სტრატეგიული სახელმძღვანელო 
Flow-ს შაბლონების ყველა ხელმისაწვდომი კატეგორიის ამსახველი „შაბლონების“ მოდული ადმინისტრატორის პანელიდან.

გამოსაყენებლად მზა შაბლონები

შენი ბიზნესის უფრო ეფექტური მუშაობისთვის, ჩვენ შევქმენით წინასწარ აწყობილი კოდირების გარეშე მომუშავე შაბლონები, რომლებიც დაგეხმარება შენი ყველაზე გავრცელებული და შრომატევადი ამოცანების სწრაფად ავტომატიზაციაში.

შენს განრიგზე მორგებული

სამუშაო პროცესის გასაშვებად კონკრეტული მოვლენის დალოდება აღარ გჭირდება — დაგეგმილი ავტომატიზაციების მეშვეობით თავად ირჩევ, როდის გადმოწერო მონაცემები და გაუშვა ანგარიშები, რაც Flow-ში ახალ შესაძლებლობებს ხსნის.
სამუშაო პროცესის აწყობა იწყება ტრიგერით „მარაგის რაოდენობა შეიცვალა“, ხოლო პროცესის მიმდინარეობისას ახლდება რამდენიმე პირობა და მოქმედება.

ყოველთვის ჩართულია, ამიტომ შენი ჩართულობა საჭირო არ არის

Flow უმკლავდება დატვირთვას და სტრესს მასშტაბური ფასდაკლებების დროს (როგორიცაა შავი პარასკევი და კიბერორშაბათი), პარალელურად კი ასრულებს ადვილად დასავიწყებელ ხელით შესასრულებელ ამოცანებს, რათა შენ შეძლო უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე ფოკუსირება.
ქალი ზის საკერავ მანქანასთან და ამუშავებს ქსოვილს. მის უკან და წინ მოჩანს მიმდინარე სამუშაო პროცესის ხატულები.

562 მლნ

სამუშაო პროცესი გაეშვა შავი პარასკევის და კიბერორშაბათის დროს

1 მლრდ+

ავტომატიზებული გადაწყვეტილება ყოველთვიურად

22 000

უნიკალური სამუშაო, რომელიც Flow-მ შეასრულა

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ელ. კომერციის ავტომატიზაცია?

ელ. კომერციის ავტომატიზაცია არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შენს ბიზნესში არსებულ ამოცანებს, პროცესებს თუ კამპანიებს გარდაქმნის ავტომატიზებულ ქმედებებად, რომლებიც ზუსტად საჭირო დროს სრულდება. ასე ბიზნესებს შეუძლიათ არსებული რესურსებით მეტის მიღწევა.

რატომ მჭირდება ელ. კომერციის ავტომატიზაცია?

პრობლემა მარტივია: ბიზნესის მასშტაბირებასთან ერთად, მოთხოვნები, სირთულეები და განმეორებითი ამოცანები იზრდება. სისტემები, რომლებიც ადრე მუშაობდა, არაეფექტური ხდება და ფერხდება. ამის საპასუხოდ, კომპანიები მიმართავენ შრომატევად ალტერნატივებს — მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გამიზნული დრო იხარჯება გადაუდებელ საკითხებზე, თუნდაც ეს უბრალოდ ღილაკებზე დაჭერა იყოს. ან კომპანიები ქირაობენ ახალ თანამშრომლებს. სამწუხაროდ, ადამიანების მასშტაბირება შეუძლებელია. თუმცა, ეს ადამიანების მნიშვნელობას არ აკნინებს — პირიქით, ხაზს უსვამს მას. ადამიანები და მათი უნარი, ფოკუსირდნენ საკვანძო აქტივობებზე და არა ისეთ ამოცანებზე, რომელთა შესრულება სამუშაო პროცესსაც შეუძლია, შენი ყველაზე ძლიერი რესურსია.

როგორია სამუშაო პროცესის ავტომატიზაციის მაგალითები?

ელ. კომერციის ავტომატიზაცია შეიძლება სხვადასხვა ფორმით შეგვხვდეს, როგორიცაა მომხმარებლების მონიშვნა სეგმენტაციისა და მარკეტინგისთვის, პროდუქტების დამალვა და მარაგის ამოწურვისას ხელახალი შეკვეთის გაფორმება, ან მაღალი რისკის შეკვეთებისთვის თვალის დევნება და შეჩერება. თითოეულ სამუშაო პროცესს ერთი მიზანი აქვს: მისცეს მოვაჭრეებს საშუალება, ააწყონ სამუშაო პროცესი, რომელიც მათ ბიზნესს მასშტაბირებისთვის სჭირდება.

აქ მოცემულია რამდენიმე ყველაზე პოპულარული მაგალითი:

  • მარაგების მართვა: გააუქმე ისეთი პროდუქტების გამოქვეყნება, რომლებიც მარაგში არ არის და გაუგზავნე Slack-ის შეტყობინება ან ელფოსტა მარკეტინგის გუნდს, რათა მათ შეაჩერონ რეკლამირება.
  • თაღლითობის პრევენცია: გაგზავნე ელფოსტა 5 000 დოლარზე მეტი ღირებულების შეკვეთის გადასახედად მის შესრულებამდე, რადგან ეს არატიპურია მაღაზიისთვის.
  • პროდუქტის შეფასება: უარყოფითი შეფასების გამოქვეყნებისას, ავტომატურად შექმენი მომხმარებელთა მხარდაჭერის მოთხოვნა და გაგზავნე Slack-ის შეტყობინება.
  • ლოიალობა: დაარიცხე ლოიალობის ქულები და გაგზავნე სამადლობელი SMS, როდესაც მომხმარებელი მეორე შესყიდვას განახორციელებს.

როგორ მუშაობს სამუშაო პროცესის ავტომატიზაცია Flow-ში?

Flow ეფუძნება მარტივ, კოდირების გარეშე მომუშავე „ტრიგერის, პირობის და მოქმედების“ ფორმატს. ძირითადად, „ტრიგერი“ არის მოვლენა, რომელსაც Flow ელოდება და რომელიც იწყებს ავტომატიზაციას, შემდეგ უნდა დაკმაყოფილდეს „პირობა“, ხოლო „მოქმედება“ არის ის ამოცანა, რომელიც სრულდება პირობის დაკმაყოფილებისას.

აი, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს სამუშაო პროცესი, რომელიც ავტომატურად ამატებს მომხმარებელს შენი ლოიალობის პროგრამაში:

  • ტრიგერი: განთავსდა შეკვეთა.
  • პირობა: შეკვეთის ჯამი უნდა იყოს 500 დოლარი ან მეტი.
  • მოქმედება: მომხმარებელს სისტემაში ენიჭება VIP სტატუსი.

როგორ დავიწყო ელ. კომერციის სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია?

ეს ძალიან მარტივია. დასაწყისისთვის, ჩამოტვირთე Flow ჩვენი აპლიკაციების მაღაზიიდან. შემდეგ, შეგიძლია გამოიყენო ჩვენი ერთ-ერთი (ან რამდენიმე) წინასწარ აწყობილი შაბლონი, რომელიც შექმნილია ბიზნესისთვის აუცილებელი ათობით საერთო ამოცანის ავტომატიზაციისთვის. ან დაიწყე საკუთარი სამუშაო პროცესების შექმნა შენი ბიზნესის წინაშე არსებული უნიკალური პრობლემების მოსაგვარებლად, რაშიც ჩვენი „ტრიგერის, პირობის და მოქმედების“ სამუშაო პროცესების შემქმნელი დაგეხმარება კოდირების ცოდნის გარეშე.

არის თუ არა Flow ხელმისაწვდომი ინგლისურის გარდა სხვა ენებზე?

ამჟამად Flow-ს პლატფორმა მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

მიიღე Flow დღესვე და დაიწყე შენი ბიზნესის ზრდისთვის საჭირო მორგებული ავტომატიზაციების შექმნა

Shopify Flow ხელმისაწვდომია ყველა ქვეყნის ბიზნესისთვის Basic, Grow, Advanced და Shopify Plus გეგმებზე. Flow ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.