ბეჭდვა მოთხოვნით

აქციე შენი ბეჭდვა მოთხოვნით იდეები რეალობად

დააკავშირე Shopify ბეჭდვა მოთხოვნით მომწოდებელთან და დაიწყე პერსონალიზებული პროდუქტების სწრაფად გაყიდვა — არანაირი მარაგი, მინიმალური საწყისი ხარჯები.

როგორ მუშაობს ბეჭდვა მოთხოვნით Shopify-ზე

ვებგვერდი, რომელზეც ნაჩვენებია ბეჭდვა მოთხოვნით მაისური. გვერდზე ჩანს შეტყობინებები ახალი შეკვეთების შესახებ.

დარეგისტრირდი Shopify-ზე

დაიწყე უფასო საცდელი პერიოდი დღესვე და მიიღე ყველაფერი, რაც გჭირდება, რათა გაყიდო ყველგან, სადაც მყიდველები არიან.

აირჩიე მომწოდებელი

აირჩიე ბეჭდვა მოთხოვნით პლატფორმა და მოახდინე მისი პირდაპირი ინტეგრაცია შენს Shopify-ს მაღაზიასთან.

მოირგე პროდუქტები

გამოიყენე მომწოდებლის სურათების რედაქტორი დიზაინის შესაქმნელად, ან სთხოვე AI-ს მის გენერირება.

დაიწყე გაყიდვა

მოახდინე პროდუქტების სინქრონიზაცია შენს მაღაზიასთან და ადევნე თვალი გაყიდვების ზრდას. შეკვეთები პირდაპირ მომხმარებლებს ეგზავნებათ — მარაგი საჭირო არ არის.

გამოავლინე კრეატიულობა

აღმოაჩინე პოპულარული ბეჭდვა მოთხოვნით პროდუქტები და ისწავლე, როგორ აქციო იდეები პერსონალიზებულ დიზაინად.

გამოთვალე შენი მოგება

გაიგე, რამდენის გამომუშავებას შეძლებ ბეჭდვა მოთხოვნით ბიზნესით.

$8

$20

30

შენი ყოველთვიური მოგება

$360

ნაგულისხმევი მნიშვნელობები ეფუძნება აშშ-ში ბეჭდვა მოთხოვნით მომწოდებელთა მცირე ნაწილის ყველაზე დაბალ ღირებულებას 2025 წლის მაისის მდგომარეობით. ყველა მნიშვნელობა მხოლოდ საორიენტაციო მიზნებისთვისაა და არ მოიცავს მიწოდების საფასურს, გადასახადებს და სხვა ხარჯებს. რეალური მნიშვნელობები შესაძლოა განსხვავდებოდეს. Shopify არ იძლევა არანაირ გარანტიას შედეგების სიზუსტესთან ან თქვენს რეალურ ხარჯებთან თუ მოგებასთან დაკავშირებით.

მოარგე ის შენს ბიზნესს

რა მიზნებიც არ უნდა გქონდეს, ბეჭდვა მოთხოვნით მათი მიღწევის სწრაფი და მარტივი გზაა.

შექმენი ბრენდი

დატესტე იდეა მნიშვნელოვანი საწყისი ხარჯების გარეშე.

გაყიდე ახლებურად

დაამატე პერსონალიზებული პროდუქტები უკვე არსებულ ბიზნესს.

დაუჭირე მხარი ღონისძიებას

შექმენი მერჩი კონცერტებისთვის, კონფერენციებისთვის და სხვ.

დააინტერესე შენი აუდიტორია

შექმენი უნიკალური პროდუქტების დიზაინი შენი გამომწერებისთვის.

რატომ უნდა აირჩიო Shopify?

ეს მხოლოდ ბეჭდვა მოთხოვნით არ არის, ეს არის ყველაფერი, რაც გჭირდება ბიზნესის დასაწყებად და მასშტაბირებისთვის — რასაც ზურგს უმაგრებს მსოფლიოში საუკეთესო კომერციის პლატფორმა.
დაიწყეთ უფასოდ
ტექსტური ველი, რომელშიც მომხმარებელმა აკრიფა „ნათელი გრაფიკული რეტრო მაისურები“. ტექსტური ველის ქვემოთ არის AI-ს მიერ გენერირებული მთავარი გვერდი, რომელიც შეესაბამება ამ აღწერას.

დაიწყე უფრო სწრაფად

ააწყვე მაღაზია წამებში — აღწერე შენი ბრენდი და დააკვირდი, როგორ მუშაობს AI ვებსაიტის კონსტრუქტორი.

ბეჭდვა მოთხოვნით პროდუქტების კრებული. სურათზე ნაჩვენებია სტატუსის განახლება წარწერით „მიმდინარეობს თქვენი პროდუქტების სინქრონიზაცია...“

იმუშავე უფრო გონივრულად

დაუკავშირდი სასურველ ბეჭდვა მოთხოვნით პლატფორმას და მყისიერად მოახდინე პროდუქტებისა და შეკვეთების სინქრონიზაცია.

Shopify-ს შეკვეთის გაფორმების გვერდი.

გაყიდე მეტი

უზრუნველყავი შენი ბიზნესი კომერციის უძლიერესი ძრავით და საუკეთესო კონვერსიის მქონე შეკვეთის გაფორმებით.

სამი ბარათი, რომლებიც წარმოადგენს მყიდველთა ხელახლა ჩასართავად ხელმისაწვდომ ავტომატიზაციას Shopify-ში: მიტოვებული კალათა, ახალი გამომწერის მისალმება და აფსელი პირველ შესყიდვაზე.

მოიპოვე ლოიალურობა

აკონტროლე მომხმარებელთა მონაცემები და გამოიყენე მარკეტინგის ჩაშენებული ინსტრუმენტები განმეორებითი გაყიდვების მოსაპოვებლად.

15%-ით მაღალი

კონვერსია Shopify-ს შეკვეთის გაფორმებით*

99,9%-იანი უწყვეტი მუშაობის დრო

მთელ პლატფორმაზე

მილიონობით

ბიზნესი ენდობა Shopify-ს
Criquet-ის ლოგო.

ჩვენი მომხმარებლები ყოველთვის რაღაც ახალს ეძებენ. ჩვენ მათ პერსონალიზებულ ვარიანტებს ვთავაზობთ მარაგის რისკების გარეშე. მრავალფეროვნებისა და პერსონალიზაციის წყალობით, მომხმარებლები ახლა უკვე რამდენიმე შესყიდვას აკეთებენ.

Criquet Shirts

ბილი ნახმანი — დამფუძნებელი

გაყიდე შენი მაღაზიის ფარგლებს გარეთ

გამოჩნდი ყველგან, სადაც ადამიანები ყიდულობენ ინტეგრაციების დახმარებით, რათა გაყიდო სოციალურ მედიასა და მარკეტფლეისებზე.

სოციალური გაყიდვები

გაყიდე იქ, სადაც ადამიანები კონტენტს ათვალიერებენ, Instagram-ის, TikTok-ისა და სხვა ინტეგრაციებით.

მარკეტფლეისის ინტეგრაციები

მოიზიდე მეტი მომხმარებელი შენი ლისტინგებით Etsy-ზე, Amazon-სა და სხვა პლატფორმებზე.

ითანამშრომლე წამყვან მომწოდებლებთან

200-ზე მეტი ინტეგრაციიდან, აირჩიე ბეჭდვა მოთხოვნით პლატფორმა, რომელიც შეესაბამება შენს ბრენდსა და ბიუჯეტს.
Printful

Printful

Printful პროდუქციის წარმოებას თავად უზრუნველყოფს, რაც შენს ბრენდზე მაქსიმალური კონტროლის საშუალებას გაძლევს.
Printify

Printify

Printify გთავაზობს უდიდეს მოქნილობასა და მრავალფეროვნებას კატალოგით, რომელიც 1000-ზე მეტ პროდუქტს შეიცავს.
Gelato

Gelato

Gelato-ს მსოფლიოს მასშტაბით 140-ზე მეტი საწარმოო ობიექტი აქვს, ასე რომ შეგიძლია შეკვეთები ლოკალურად თითქმის ყველგან გააგზავნო.

ჩაერთე გლობალურ ქსელში

შეამცირე ხარჯები მსოფლიოს მასშტაბით არსებული შესრულების ცენტრებით. როდესაც მომხმარებელი შეკვეთას აფორმებს, შენი მომწოდებელი მას ყველაზე ახლოს მდებარე ცენტრიდან გააგზავნის.

გაიგე მეტი ბეჭდვა მოთხოვნით ბიზნესის შესახებ

რა არის ბეჭდვა მოთხოვნით?

რა არის ბეჭდვა მოთხოვნით?

გაიგე, როგორ უნდა დაიწყო შენი საკუთარი ბეჭდვა მოთხოვნით ბიზნესი.
რომელი პროდუქტები უნდა გავყიდო?

რომელი პროდუქტები უნდა გავყიდო?

გაიგე, რომელ ბეჭდვა მოთხოვნით პროდუქტებს მოაქვს მოგება.
რომელი მომწოდებლები არიან საუკეთესო?

რომელი მომწოდებლები არიან საუკეთესო?

გაეცანი რეკომენდებულ კომპანიებს შენი ბეჭდვა მოთხოვნით ბიზნესისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

დაიწყე შენი ბეჭდვა მოთხოვნით ბიზნესი

* Big Three-ის გლობალური მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანიასთან პარტნიორობით 2023 წლის აპრილში დასრულებული კვლევის მიხედვით, Shopify-ს კონვერსიის საერთო მაჩვენებელი კონკურენტებს 36%-მდე, საშუალოდ კი 15%-ით უსწრებს.