უფასო ინსტრუმენტები
უფასო ონლაინ შტრიხკოდის გენერატორი
შტრიხკოდის გენერატორი
ადევნე თვალი და დაახარისხე შენი პროდუქტები უნიკალური, მორგებული შტრიხკოდების დახმარებით. Shopify-ს ონლაინ შტრიხკოდის გენერატორი სწრაფია და მარტივად გამოსაყენებელი. უბრალოდ შეიყვანე შენი ელფოსტის მისამართი და ტექსტი ან მონაცემები, რომელთა ასახვაც გსურს შტრიხკოდში და დააჭირე „გაგზავნა“-ს. წამებში შეძლებ ახალი შტრიხკოდის გენერირებას, რომელსაც მარტივად ჩამოტვირთავ და ამობეჭდავ.
ხშირად დასმული კითხვები
- შეიყვანე შენი ელფოსტის მისამართი
- შეიყვანე შენი შტრიხკოდის მონაცემები
- შტრიხკოდის გენერირებისთვის დააჭირე ღილაკს „გაგზავნა“
სულ ესაა! შენი შტრიხკოდის PNG ფაილი მოვა შენს შემომავალ წერილებში და მზად იქნება გამოსაყენებლად.
დიახ. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შტრიხკოდის წაკითხვა შესაძლებელია შტრიხკოდის სკანერით, მიუხედავად იმისა, თუ სად არის ის გენერირებული. ის უნივერსალური ენის მსგავსად მუშაობს. ერთადერთი თავისებურება ისაა, რომ რეალურად შტრიხკოდის ორი ტიპი არსებობს, თუმცა ყველა სკანერი დაპროგრამებულია ისე, რომ ორივეს წაკითხვა შეუძლია.
პროდუქტის უნივერსალური კოდის (UPC) შტრიხკოდები შეიძლება იყოს გლობალური EAN-13 ფორმატის ან აშშ/კანადაზე დაფუძნებული UPC-A ფორმატის შტრიხკოდები. შტრიხკოდის სურათები შეიძლება ძალიან ჰგავდეს ერთმანეთს, მაგრამ შტრიხკოდის მონაცემების შეყვანის ფორმატი განსხვავებულია.
შტრიხკოდის გენერირება უფასოდ შეგიძლია ისეთი ვებზე დაფუძნებული ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორიცაა ამ გვერდზე მოცემული ჩვენი შტრიხკოდის გენერატორი. შტრიხკოდის შესაქმნელად, შეიყვანე შენი ელფოსტა და ის ტექსტი ან მონაცემები, რომელთა გამოჩენაც გსურს შტრიხკოდის სკანირებისას და დააჭირე ღილაკს „გაგზავნა“.
გაგზავნის შემდეგ მიიღებ ელფოსტას, რომელზეც მიბმული იქნება შენი მორგებული შტრიხკოდი და მისი ბმული. დანართის გახსნისას, შეგიძლია შტრიხკოდის სურათის სკანირება, რათა ნახო შენ მიერ შეყვანილი მონაცემები. შენი შტრიხკოდის ჩამოტვირთვა შეგიძლია PNG ფაილის სახით.
UPC-ს გენერირების ორი გზა არსებობს, იმის მიხედვით, გჭირდება თუ არა საკუთარი საიდენტიფიკაციო ნომერი შენი ბიზნესისთვის.
თუ გჭირდება, პირველ რიგში, უნდა მოიპოვო ფასიანი წევრობა GS1 US-ში, რომელიც გლობალური სტანდარტების ორგანიზაცია და UPC კოდების ოფიციალური პროვაიდერია. ამის შემდეგ შეგიძლია მათგან შეისყიდო UPC კოდები. უშუალოდ GS1 US-დან შესყიდული UPC კოდები შენს პირად, უნიკალურ საიდენტიფიკაციო ნომერს შეიცავს.
თუ არ გჭირდება, ზოგიერთი კომპანია საბითუმო ფასად ყიდულობს UPC კოდებს GS1 US-სგან და შემდეგ ყიდის სხვა ბიზნესებზე. შეგიძლია მათგან მიიღო UPC კოდები, რათა თავიდან აირიდო GS1 US-ში გაწევრიანებისა და გადახდის სირთულეები და ღირებულება.