გაყიდვის წერტილის ფუნქციები

POS-ის ფუნქციები, სადაც არ უნდა ყიდდე

სავაჭრო დახლზე დევს POS პლანშეტი, რომლის ეკრანზეც ჩართულია Shopify POS.

ფუნქციები

ომნიარხული გაყიდვა

შესთავაზე მომხმარებლებს შეუფერხებელი შოპინგის გამოცდილება მაღაზიაში, ონლაინ და ყველგან ამ ორს შორის

მაღაზიიდან გატანა Pro

მართე და შეასრულე მაღაზიიდან გატანის შეკვეთები პირდაპირ Shopify POS-დან.

იყიდე მაღაზიაში და გააგზავნე Pro

აწარმოე გაყიდვები მაღაზიაში და გაუგზავნე პირდაპირ მომხმარებლებს ნებისმიერი ადგილიდან, სადაც მარაგი გაქვს. გადასახადები და მიწოდების ტარიფები ავტომატურად გამოითვლება შეკვეთის გაფორმებისას.

იყიდე ონლაინ, გადაცვალე და დააბრუნე მაღაზიაში Pro

მიიღე ონლაინ ან სხვა ლოკაციაზე შეძენილი პროდუქტები გადასაცვლელად და შენი მარაგი მყისიერად განახლდება.

ადგილობრივი მიწოდება Pro

მართე და შეასრულე ონლაინ მიღებული ადგილობრივი მიტანის შეკვეთები პირდაპირ Shopify POS-დან.

პროდუქტის QR კოდები

დაურთე პროდუქტებს QR კოდები, რათა მომხმარებლებმა სმარტფონით შეძლონ დამატებითი ინფორმაციის მიღება და ონლაინ შეძენა.

გაგზავნე კალათა ონლაინ შესაძენად Pro

გაუგზავნე მომხმარებლებს ელფოსტა იმ ნივთებით, რომლებითაც ისინი დაინტერესდნენ, მაგრამ არ შეუძენიათ მაღაზიაში.

გაგზავნე მაღაზიიდან Pro

აჩვენე გასაგზავნი შეკვეთები POS-ში შესასრულებლად, რათა პერსონალმა შეძლოს მათი შეგროვება, შეფუთვა და გაგზავნა, ასევე გადაზიდვის იარლიყების შეძენა და დაბეჭდვა.

მართე შეკვეთები POS-ში

ნახე შეკვეთები ერთ სივრცეში POS-ში, რაც პერსონალს უმარტივებს შეკვეთებისთვის თვალის დევნებას, მათ დამუშავებასა და შესრულებას.

მარაგების მართვა

ადევნე თვალი მარაგს, მიიღე გზავნილები, გადაიტანე ნივთები და შეიტანე კორექტირებები შენს ლოკაციებზე — ყველაფერი ერთ სივრცეში, Shopify-ში

მარაგის თვალის დევნება მრავალ ლოკაციაზე

ადევნე თვალი და გაანაწილე მარაგები ყველა ლოკაციაზე რეალურ დროში სინქრონიზაციით POS-ის, ონლაინ მაღაზიისა და გაყიდვების თითოეული არხის მასშტაბით.

მიიღე მარაგი Pro

მიიღე შემომავალი გზავნილები სხვა ლოკაციებიდან ან მომწოდებლებიდან Shopify POS-ში ხელით ან შტრიხკოდის სკანერით.

გაგზავნე მარაგი Pro

შეასრულე გამავალი გზავნილები სხვა ლოკაციებზე Shopify POS-ში ხელით ან შტრიხკოდის სკანერით.

დააკორექტირე მარაგის რაოდენობა Pro

გამოიყენე მარაგების სწრაფი აღრიცხვა (Quick counts) შტრიხკოდის სკანერით მარაგის რაოდენობის ადგილზე განსაახლებლად Shopify POS-ში.

ტრანსფერები

შექმენი და მართე მარაგის მოძრაობა ლოკაციებს შორის Shopify-ს ადმინში, სინქრონიზებული Shopify POS-თან.

შესყიდვის ორდერები

შექმენი, გაგზავნე და ადევნე თვალი მომწოდებლის შესყიდვის ორდერებს Shopify-ს ადმინიდან.

მოთხოვნის პროგნოზირება

გამოიყენე Sidekick — Shopify-ს AI ასისტენტი, ხელახალი შეკვეთის რეკომენდაციების მისაღებად გაყიდვების სიჩქარისა და სეზონურობის საფუძველზე.

მარაგის ხელახალი გადანაწილება

სთხოვე Sidekick-ს რეკომენდაცია გაუწიოს მარაგის ტრანსფერებს ლოკაციებს შორის ეფექტურობის ტრენდების საფუძველზე და ავტომატურად შექმნას ისინი შენთვის.

მარაგის შემცირების შეტყობინებები

მიიღე შეტყობინება მარაგის ამოწურვამდე, შენი მიმდინარე გაყიდვების ტემპზე დაფუძნებული ზღვრული მაჩვენებლებით, რასაც უზრუნველყოფს Shopify Flow.

მარაგის მორგებული ანგარიშები

გაეცანი ტრენდებს და დაგეგმე წინასწარ ლოკაციისა და პროდუქტის დონეზე მომზადებული ანგარიშების გამოყენებით.

პერსონალის მართვა

გააკონტროლე ნებართვები და ადევნე თვალი პერსონალის ეფექტურობას ერთი სივრციდან

მენეჯერის დასტურები Pro

მიუთითე, როდის დასჭირდება შენს პერსონალს მენეჯერის დასტური ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა ფასდაკლების გამოყენება ან გადასახადების რედაქტირება.

POS-ის შეუზღუდავი პერსონალი Pro

მიეცი პერსონალს POS-ის გამოყენების საშუალება ისე, რომ ადმინისტრატორზე წვდომა განცალკევებული დარჩეს. დაამატე იმდენი თანამშრომელი, რამდენიც გსურს.

POS-ის პერსონალის როლები და ნებართვები Pro

მიანიჭე მორგებული როლები მაღაზიის პერსონალს, რათა უზრუნველყო მათთვის შესაბამისი ნებართვები.

გაყიდვების საკომისიოები Pro

დააკავშირე გაყიდვები პერსონალის წევრებთან საკომისიოების გასაცემად ან შესაქებად.

პერსონალის POS-ის PIN-კოდები

მიეცი პერსონალის წევრებს უნიკალური PIN-კოდები POS-ში შესასვლელად.

შეკვეთის გაფორმება

დაასრულე თითოეული გაყიდვა მომხმარებლებისა და პერსონალისთვის შეუფერხებელი გამოცდილებით

დაბრუნება და გადაცვლა Pro

მიიღე დასაბრუნებელი და გადასაცვლელი ნივთები ნებისმიერი ლოკაციიდან, ონლაინ ან მაღაზიაში, და თვალი ადევნე შენი მარაგის ავტომატურ განახლებას.

შეკვეთების გაუქმება და ანულირება Pro

მარტივად გააუქმე შეკვეთები და გადახდები, თუ მომხმარებელი გადაიფიქრებს ან შეცდომა დაუშვეს შეკვეთის გაფორმებისას.

კალათის შენახვა და დაბრუნება Pro

მარტივად მართე, შეინახე და დააბრუნე საყიდლების კალათები, რათა შეკვეთის გაფორმების პროცესი სწრაფად მიმდინარეობდეს.

მორგებული ნაბეჭდი ქვითრები

მარტივად მოარგე ნაბეჭდი ქვითრები შენს ბრენდს.

შეკვეთის გაფორმება ყველგან

მიიტანე შენი სმარტფონი ან პლანშეტი მომხმარებელთან და გაუფორმე შეკვეთა ადგილზე.

მორგებადი ჭკვიანი ბადე

დააჩქარე შეკვეთის გაფორმების პროცესი მორგებადი ჭკვიანი ბადით, რომელიც ადაპტირდება კალათის მოქმედებებზე და ქმნის მინიშნებებს პერსონალისთვის.

ფასდაკლების კოდები

გამოიყენე ფასდაკლების ან პრომოკოდები შენი ონლაინ და საცალო ბიზნესისთვის.

გადასახადები

გადასახადები ავტომატურად გამოითვლება შენი მაღაზიისთვის მითითებული ლოკაციის საფუძველზე. შეგიძლია გამორთო გადასახადები ან დააწესო მორგებული გადასახადები კონკრეტული პროდუქტისთვის ან შეკვეთისთვის.

მორგებული ელფოსტის ან SMS ქვითრები

გააგზავნე მორგებული ელფოსტის ან SMS ქვითრები და შექმენი მომხმარებლების კონტაქტების სია განმეორებითი ჩართულობისთვის.

მორგებული ფასდაკლებები

გამოიყენე ფიქსირებული ან პროცენტული ფასდაკლებები მთლიან კალათებზე ან ცალკეულ ერთეულებზე.

შეკვეთის შენიშვნები

ადევნე თვალი სპეციალურ მოთხოვნებსა და დეტალებს, შეკვეთებზე შენიშვნების დართვით.

მორგებული გაყიდვა

გამოიყენე ხაზის მორგებული ელემენტები ნივთების ადგილზე ნაკრებად შესაკვრელად და ფასის დასადგენად.

კამერით შტრიხკოდის სკანერი

დაასკანერე პროდუქტის შტრიხკოდის ეტიკეტები შენი iOS მოწყობილობის კამერით.

ხაზგარეშე ნაღდი ფულის ტრანზაქციები

მიიღე ნაღდი ფულით გადახდები ტრანზაქციების დასასრულებლად მაშინაც კი, როცა ხაზგარეშე ხარ.

დაბრუნება

მიიღე ონლაინ ან მაღაზიაში შეძენილი დასაბრუნებელი პროდუქტები და აღრიცხე დაბრუნების მიზეზები, რათა მიიღო ინსაითები პროდუქტის ეფექტურობის შესახებ.

პროდუქტები

შეინარჩუნე ორგანიზებულობა გაყიდვების ყველა არხზე პროდუქტების რეალურ დროში ხილვადობით

შეუზღუდავი პროდუქტები

დაამატე პროდუქტების შეუზღუდავი რაოდენობა შენს მაღაზიაში და მართე დიდი პროდუქტების კატალოგები ერთ სივრცეში.

პროდუქტების კოლექციები

დააკატეგორიე პროდუქტები ტიპის, სეზონის, პრომოაქციების და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. გამოიყენე ჭკვიანი კოლექციები პროდუქტების ავტომატურად დასახარისხებლად მომწოდებლის, ფასისა და მარაგის დონის საფუძველზე.

პროდუქტის ვარიანტები

დაამატე პროდუქტების მრავალი ვარიაცია, როგორიცაა ზომა, ფერი ან მასალები და მიანიჭე თითოეულს თავისი ფასი, SKU, წონა და მარაგი.

მარაგის სტატუსები

გამოიყენე მარაგის სტატუსები შენი მარაგის მდგომარეობისთვის თვალის სადევნებლად და გასაზიარებლად, როდესაც პროდუქტების მიღება, გადატანა ან შეკვეთის შესრულება ხდება.

მრავალი ლოკაციის მართვა

შექმენი და გაანაწილე მარაგები შენს სხვადასხვა ონლაინ გაყიდვების არხზე, საწყობებში, საცალო მაღაზიებში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც მარაგს ინახავ.

შტრიხკოდის ეტიკეტები

მიანიჭე პროდუქტებს არსებული შტრიხკოდები ან შექმენი ახლები მარაგისთვის თვალის სადევნებლად და შეკვეთის გაფორმების დასაჩქარებლად.

მომხმარებლები

აქციე ერთჯერადი მყიდველები შენს ერთგულ გულშემატკივრებად

შექმენი მომხმარებლის პროფილები

მომხმარებლის პროფილები იქმნება მაღაზიაში ან ონლაინ თითოეული შესყიდვისას, შეკვეთის გაფორმების პროცესში.

მომხმარებლის დეტალური პროფილები

ადევნე თვალი საკონტაქტო ინფორმაციას, შესყიდვების ისტორიას, მთლიან დანახარჯებს, მომხმარებლის შენიშვნებს, თეგებს, მიწოდების მისამართს, გადასახადებსა და მარკეტინგულ პრეფერენციებს.

შეკვეთების ისტორია

როდესაც მომხმარებლები ონლაინ ან მაღაზიაში ვაჭრობენ, მათი შეკვეთის ინფორმაცია ავტომატურად სინქრონიზდება.

დაუკავშირდი მომხმარებლებს

დაუკავშირდი მომხმარებლებს შენი POS-დან ელფოსტის, SMS-ის ან ტელეფონის მეშვეობით.

მომხმარებლის ინფორმაცია

ააშენე ხანგრძლივი ურთიერთობები და დააჯილდოვე ლოიალური მომხმარებლები ექსკლუზიური ღონისძიებებით, ფასდაკლებებით ან კონტენტით.

მარკეტინგული პრეფერენციები

შეაგროვე ელფოსტისა და ტელეფონის ნომრები შეკვეთის გაფორმებისას, რათა აცნობო მომხმარებლებს მომავალი ფასდაკლებების ან ახალი პროდუქტების შესახებ.

მომხმარებლის თეგები

მიანიჭე მომხმარებლებს თეგები, შემდეგ კი მოძებნე და გაფილტრე შენი აუტრიჩის საჭიროებების მიხედვით.

ანგარიშგება და ანალიტიკა

მიიღე ქმედითი ანგარიშები ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად

დღიური გაყიდვების ანგარიშები Pro

მიიღე ინფორმირებული გადაწყვეტილებები გაყიდვების, პროდუქტებისა და პერსონალის ეფექტურობის შესახებ დეტალური ინსაითებით, რომლებიც თავმოყრილია შენი POS-დან გენერირებულ ყოველდღიურ ანგარიშში.

მართვის პანელის მიმოხილვა

მიიღე შენი მთლიანი ბიზნესის მიმოხილვა ონლაინ და მაღაზიაში ერთი თვალის გადავლებით.

საცალო გაყიდვების ანგარიშები*

ნახე, გააანალიზე და დააექსპორტე გაყიდვები პერსონალის, ლოკაციის, დროის პერიოდის ან მომხმარებლების მიხედვით.

ნაღდი ფულის აღრიცხვა

ზუსტად აღრიცხე შენი სალაროს უჯრის ბალანსი დღის ბოლოს დეპოზიტებისთვის.

ფულადი ნაკადების ანგარიშები*

გაიგე, რა თანხას და როდის მიიღებ პირისპირ და ონლაინ გაყიდვებიდან.

პროდუქტების ანგარიშები*

მიიღე ინსაითები პროდუქტის ეფექტურობის შესახებ — დაწყებული მათით, რომლებიც კარგად იყიდება და დამთავრებული მათით, რომლებიც თაროზე მტვრიანდება.

ფასდაკლების ანგარიშები*

ადევნე თვალი შენი პრომოაქციების ეფექტურობას, რათა დროთა განმავლობაში განავითარო შენი მიდგომა.

მარაგის ანგარიშები

იხილე შენი მარაგის თვის ბოლოს არსებული სურათი და ადევნე თვალი ყოველდღიურად გაყიდული მარაგის რაოდენობასა და პროცენტს.

ფინანსური ანგარიშები

დააგენერირე ანგარიშები ფინანსების გადასახედად, მათ შორის გაყიდვების, დაბრუნებების, გადასახადების, გადახდებისა და სხვა მიმართულებებით.

აპარატურა

შექმენი სრულყოფილი გაყიდვის წერტილი Shopify-ს plug-and-play აპარატურით

კავშირის ეკრანები

დააინტეგრირე თავსებადი აპარატურა Shopify POS-თან, რათა აპლიკაციიდანვე ადევნო თვალი კავშირს და სწრაფად აღმოფხვრა ხარვეზები.

თავსებადი აპარატურის აქსესუარები

განავითარე შენი POS Shopify-ს აპარატურის მაღაზიაში ხელმისაწვდომი თავსებადი მოწყობილობებით. დააწყვილე ისეთი აქსესუარები, როგორიცაა შტრიხკოდის სკანერები, ქვითრის პრინტერები, სალაროს უჯრები და სხვა.

დამატებითი გადახდები

მიიღე გადახდის პოპულარული მეთოდები, რათა არცერთი გაყიდვა არ გამოტოვო

სასაჩუქრე ბარათები

გაყიდე მოქნილი სასაჩუქრე ბარათები, რომელთა განაღდება შესაძლებელია ონლაინ ან მაღაზიაში. გააგზავნე ციფრული ბარათები პირდაპირ POS-დან ელფოსტით და მიეცი მყიდველებს მათი Apple Wallet-ში დამატების საშუალება ბალანსის შესამოწმებლად.

გაყოფილი გადახდები

მიიღე ორი ან მეტი ტიპის გადახდა ერთ ტრანზაქციაში.

ნაწილობრივი გადახდები

მიიღე სასურველი ოდენობის თანხა დეპოზიტის ან ეტაპობრივი გადახდის სახით.

გადახდის მორგებული ტიპები

შექმენი გადახდის მორგებული პარამეტრები, როგორიცაა ჩეკები ან გარე ტერმინალებით შესრულებული ტრანზაქციები.

მარკეტინგი

ყოველთვის შეახსენე მომხმარებელს თავი მარკეტინგული ინსტრუმენტებით, რომლებიც მათ ონლაინ და საცალო მაღაზიებში მოიზიდავს

მომხმარებელთა სეგმენტაცია

დააჯგუფე მყიდველები შესყიდვის ისტორიის, ლოკაციის ან ხარჯვის ჩვევების მიხედვით და შექმენი მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები პერსონალიზებული შეთავაზებებით, რომლებიც კონვერტაციას ზრდის.

ელფოსტის მარკეტინგი

შეაგროვე მომხმარებლის ელფოსტები შეკვეთის გაფორმებისას და დარჩი მათთან კონტაქტზე მარკეტინგული წერილებითა და პრომოაქციებით.

სოციალური მედიის ინტეგრაცია

შექმენი კამპანიები ადგილობრივ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად, რაც მაღაზიაში ვიზიტებსა და გაყიდვებს გაზრდის.

Google Merchant Center

გაუწიე პოპულარიზაცია შენს მაღაზიას და ავტომატურად მოახდინე პროდუქტებისა და ინფორმაციის სინქრონიზაცია Google Merchant Center-თან.
  • * ანგარიშები შედის Grow და უფრო მაღალ გეგმებში
  • ** საჭიროა iPhone Xs ან უფრო ახალი მოდელი iOS 15.5 ან უფრო ახალი ვერსიით

ხშირად დასმული კითხვები

არა მხოლოდ ელ. კომერცია. სრული კომერცია.

გააერთიანე მაღაზიისა და ონლაინ გაყიდვები Shopify POS სისტემით.