საცალო POS სისტემა

შექმენი გამოცდილება, რომელიც მომხმარებლებს შეუყვარდებათ

გადადი გაყიდვის წერტილზე, რომელიც მომხმარებლებთან დაკავშირებას და ბრენდისადმი ლოიალობის ჩამოყალიბებას ამარტივებს.
  • Kotn
  • Parachute
  • Alo
  • Mejuri
  • Gorjana

მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილება

შექმენი დაუვიწყარი გამოცდილება

მიეცი შენს გუნდს ინსტრუმენტები მყიდველებთან შინაარსიანი კომუნიკაციისა და ისეთი სერვისის უზრუნველსაყოფად, რომელიც შენს ბრენდს გამოარჩევს.

კომფორტული შოპინგი

შეუთავსე მაღაზიის და ონლაინ გამოცდილება ერთმანეთს, რათა მომხმარებლებმა თავად აირჩიონ შოპინგის მეთოდი და ადგილი.

უკეთესი გამოცდილება

მიეცი კონსულტანტებს გამორჩეული სერვისის შეთავაზების შესაძლებლობა პროდუქტის დეტალებსა და მარაგის დონეზე მყისიერი წვდომით.

ხანგრძლივი ურთიერთობები

გამოიყენე მომხმარებელთა მდიდარი მონაცემები პერსონალიზებული ფასდაკლებებისა და მიზნობრივი კამპანიების შესაქმნელად, რომლებიც მათ უკან დააბრუნებს.

ეს არის მომხმარებლის შეუდარებელი გამოცდილება. ის ავსებს ციფრულ და ფიზიკურ სამყაროებს შორის არსებულ ნაპრალს და ქმნის ემოციურ გამოცდილებას მომხმარებლებისთვის, რისი მიღწევაც მხოლოდ ონლაინ შეუძლებელია.

Gymshark

დანიელ ნაითი — ბრენდ-მენეჯერი

საცალო ვაჭრობის ფუნქციები

არ არსებობს უკეთესი ადგილი საცალო ბიზნესის სამართავად

ეს უბრალოდ გაყიდვის წერტილის სისტემა არ არის, ეს არის მაღაზიასა და ონლაინში ოპერაციების გამარტივების ძალა.

მარაგების მართვა

განათავსე სწორი პროდუქტები სწორ ადგილებზე

დაზოგე დრო ერთიანი სისტემით და ადევნე თვალი მარაგს ყველგან, სადაც ყიდი.

ერთიანი არხები

გამოიყენე Shopify მარაგების სამართავად ყველა ლოკაციაზე: მაღაზიაში, ონლაინსა და შენს საწყობში.

მრავალი ლოკაცია

ადევნე თვალი მარაგის დონის ავტომატურ განახლებას ყოველი გაყიდვის, გადატანის, დაბრუნებისა და გადაცვლის დროს.

რეალურ დროში განახლებები

დააკავშირე მაღაზიისა და ონლაინ მარაგები, რათა შეუფერხებლად გაყიდო ყველა გაყიდვების არხზე.
გაყიდვების კონსულტანტი სავაჭრო დარბაზში პროდუქტს იღებს და თან უკავია პლანშეტი ჩართული Shopify POS-ით. სურათზე ნაჩვენებია ეკრანი Shopify POS-დან პროდუქტის, მისი ფასისა და მარაგში არსებული რაოდენობის ჩვენებით.

ონლაინ ინსტრუმენტები

გააძლიერე შენი ბიზნესი საუკეთესო ონლაინ მაღაზიით

ასობით თემით, რომლებიც შექმნილია კომერციისთვის და ოპტიმიზებულია კონვერსიისთვის, გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ონლაინ მაღაზიები აგებულია Shopify-ზე.
ფონზე ჩანს შეკვეთის გაფორმების ონლაინ ეკრანი Concrete Clock-ით და მის ქვემოთ ღილაკით: "კალათაში დამატება". წინა პლანზეა ეკრანი Shopify-ს ადმინიდან, სადაც ნაჩვენებია, რომ Concrete Clock გასაყიდად ხელმისაწვდომია გაყიდვების შემდეგ არხებზე: ონლაინ მაღაზია, Instagram, Facebook Shop და გაყიდვის წერტილი

ვებსაიტის კონსტრუქტორი

შექმენი ონლაინ მაღაზია შენი ბიზნესის მხარდასაჭერად drag-and-drop (გადათრევა და ჩაგდება) კონსტრუქტორითა და 200-ზე მეტი გამოცდილი თემით.

ონლაინ გაყიდვები

გამოიყენე Shopify ონლაინ, სოციალურ მედიასა და ციფრულ მარკეტფლეისებზე გასაყიდად.

ციფრული მარკეტინგი

მიიღე მარკეტინგული ინსტრუმენტები ტრაფიკის მოსაზიდად ონლაინ და მაღაზიაში — ეს ყველაფერი Shopify-ს მეშვეობით.
შეიტყვე Shopify-ს შესახებ 
POS პლანშეტი განთავსებულია დახლზე Shopify POS ეკრანით.

Shopify საუკეთესოა POS-ში.

სხვა არავინ გთავაზობს სრულად ინტეგრირებულ POS-ს, რომელსაც ზურგს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი კომერციის პლატფორმა უმაგრებს.

გაიცანი Shopify POS

შენ ამას შეძლებ. ჩვენ კი გვერდში გიდგავართ.

მიიღე დახმარება საცალო მაღაზიის მოწყობასა და მართვაში გაყიდვის წერტილის გამოცდილი სპეციალისტებისგან.

24/7 მხარდაჭერა ელფოსტით და ჩატით

უფასო გზამკვლევები Shopify-ს დახმარების ცენტრის მეშვეობით

მიგრაციის მხარდაჭერა აპებისა და პარტნიორების მეშვეობით

ხშირად დასმული კითხვები

მიიღე საუკეთესო საცალო POS სისტემა